გიორგი გაბუნია

პეტრო პოროშენკოს არხი გაბუნიას გინების ფლეშმობით დაუჭერს მხარს

რუსთავი 2

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს არხი "პრიმოი" გინების ფლეშმობს მოაწყობს. ფლეშმობი გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერი იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება- strana.ua ავრცელებს.  

ფლეშმოფი ოთხშაბათს, 10 ივლისს მოეწყობა. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტსკიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები