სირცხვილია

აქციის მე-15 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

ტაბულა

ანტისაოკუპაციო აქციების მე-15 დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა.

კონცერტში მონაწილეობენ: KayaKata, სოფო ბათილაშვილი, ნიკა კოჩაროვი, ერეკლე დეისაძე, მწვანე ოთახი, მარტივი გამოსავალი, ჯგუფი არა, რობი კუხიანიძე, მაია დარსმელიძე, გია თოიძე, გიორგი უშიკიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ანიტა რაჭველიშვილი, თერიკა და დასავლელი, Kung Fu Junkie, Bedford Falls, Mellow, LOUDspeakers, The BearFox, Four Dimensional, Monster Lobsters და სხვები.

"უკვე 2 კვირაა, ვიკრიბებით პარლამენტთან და ვითხოვთ შს მინისტრის გადაყენებას, 4 ივლისს კი, პროტესტის მე-15 დღეს, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან მუსიკოსები!

19:00 საათზე, პარლამენტთან, მოდი ქვეყნის სამსახურში, არა ძალადობას, არა რუსულ ოკუპაციას!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

კომენტარები