ბრექსითი

ბრექსითის პარტიის წევრებმა ევროკავშირის ჰიმნის შესრულებისას ევროპარლამენტს ზურგი შეაქციეს

The Irish Times

2 ივლისს სტრასბურგში ევროპარლამენტის გახსნით სესიაზე ბრექსითის პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა და სხვა წევრებმა ევროკავშირის ჰიმნის, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის შესრულებისას პარლამენტს ზურგი შეაქციეს. 

ბრექსითის პარტიის ერთერთმა წევრმა დევიდ ბულის თქმით, ის და მისი კოლეგები იმიტომ მოიქცნენ ამგვარად, რომ ეს არა "ეროვნული ჰიმნი" არამედ "ფედერალური ჰიმნი" იყო - "ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ჩვენ ევროპელ მეგობრებსა თუ კოლეგებს."

სავარაუდოდ, ბრექსითს პარტიის 29 წევრის წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებენ, რადგან პარლამენტის წესები არ დარღვეულა.

ზოგიერთი პარლამენტარი საერთო არ ამდგარა ჰიმნის შესრულებისას, რადგან სიხარულის ოდას ჯაზის ანსამბლი ასრულებდა.

"ეს ზრდილობის საკითხია. არ არის აუცილებელი, რომ ევროკავშირის შეხედულებები გაიზიარო. როდესაც სხვა ქვეყნის ჰიმნს უსმენს შენ ფეხზე დგები," - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ.

ევროპარლამენტში გაერთიანებული სამეფოს არჩეული წარმომადგენლები კიდევ ოთხი თვით დარჩებიან, მანამ, სანამ 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო საბოლოოდ არ დატოვებს ევროკავშირს. 

5 წლის წინ ამავე დღეს გახსნით სესიაზე გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიამ ნაიჯელ ფარაჯის ლიდერობით პროტესტის ნიშნად იგივე გააკეთა

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები