აქციის დარბევა

კაპანაძე: ოცნებისთვის კრახის კვირა იყო, თვეც ასეთი იქნება, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდიც 

ამ ერთ კვირაში დაინგრა ბიძინას უძლეველობის მითი. ბევრი ადამიანისთვის საბოლოოდ გაირკვა, რომ:

-ბიძინას და ოცნების რუსული პოლიტიკა დამღუპველია ქვეყნისთვის:
- გავრილოვი თავად ოცნებამ ჩამოიყვანა და აქ პატივი სცა. კიდევ კარგი, მერე ჩვენც "ვეცით პატივი"
- შსს მინისტრი = თვალთხარიას
- ბიძინასთვის საპარლამენტო უმრავლესობას ქაღალდის ფასი აქვს. რა ტიპის ქაღალდის, თავად გამოიცანით. 
- სასამართლო სრულიად დაქვემდებარებულია ერთ კაცზე
- კობახიძე, ქოცების ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკურად დასრულდა. 
- პარლამენტი დაკომპლექტებული ჰყავს თავისმქმნეველი და კნოპკისდამჭერი "მონობაში გადიდაკაცებული" დეპუტატებით
- თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდები გაბრაზდნენ. ეს ყველა ხელისუფლებისთვის ფატალური დიაგნოზია, როგორც წესი! 
- აშშ-მ და ევროკავშირმა სერიოზული "ყვითელი ბარათები" აჩვენეს 
- მელია ვერ დაიჭირა, შიდა და საგარეო წნეხის გამო.
- ოპოზიცია ვერ დაქსაქსა
- პროპორციული არჩევნები დათმო (აქ არ უნდა მოვდუნდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ)
- ყველა დაკავებული გამოვაშვებინეთ.

ერთადერთი, რაც ამ მინუსებს აბალანსებს ოცნებისთის, ის არის, რომ გამოჩნდა, რომ პრემიერი ბახტაძე უდავოდ დიდი ნიჭის პატრონი, ლიდერი და ეფექტური მენეჯერია. იმდენად პოზიტიური პიროვნება და კარგი პოლიტიკოსია, რომ მის გადადგომას არავინ ითხოვს.

რომ შევაჯამო. ეს კვირა ოცნებისთვის კრახის კვირა იყო. ეს თვეც ასეთი იქნება. არჩევნებამდე დარჩენილი მთელი პერიოდიც :)

ამიტომ, ახლა მთავარია, გახარია გავისტუმროთ, მერე პროპორციული არჩევნების სისტემა მივიღოთ და მერე მშვიდად გავუშვათ ბიძინა ხელისუფლებიდან.

მიუღწევადია? არა! :)

#სირცხვილია
#გახარიაწადი
#გავრილოვისღამე

ევროპული საქართელოს წევრი სერგი კაპანაძე ბოლო კვირის განმავლობაში განვიტარებულ მოვლენებს აჯამებს.

კომენტარები