მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება. როცა გამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა, იქ მშვიდობიანი მომიტინგეები არ უნდა დარჩენილიყვნენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს. როცა აქციის დაშლა იწყება, ხშირად შეუძლებელია გამიჯნო ჟურნალისტი მომიტინგეებისგან, როცა ის ექცევა საერთო მასაში. ამ პროცესს, ბუნებრივია, ახლავს დისკომფორტი, არასასურველი შედეგი და რისკები, ამისგან დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ არ დაგვირბევია მშვიდობიანი მიტინგი, როგორც მავანს ამის თქმა სურს
აქციის დარბევა
შს მინისტრის მოადგილე: აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა
tbl.ge/3uvv
დაკოპირდა
20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- სპეცრაზმმა აქციის წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო
- 20-21 ივნისის აქციის დარბევისას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, კიდევ სამი პირი დააკავეს
- საბანაძე: ჩვენ არ დაგვირბევია მშვიდობიანი მიტინგი, როგორც მავანს ამის თქმა სურს
- საბანაძე აქციის დარბევაზე: როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც, მასაში ვერ გაარჩევ
- ოხანაშვილი გახარიაზე: ადამიანი ამბობს, ვიღებ პასუხიმგებლობასო, სად ისმის აქ კიდევ შეკითხვა?!