თბილისის მეტრო

ვაგონის დაკვამლიანების გამო, მეტროში მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა, 1 მგზავრი ცუდად გახდა

მეტროსადგურ ნაძალადევში ვაგონში დაკვამლიანების გამო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ერთი ვაგონი გაუმართავი იყო.

"მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხდა. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართავობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან. ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაუწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, მეტროს შეფერხების ფაქტები გახშირდა. თბილისის მერის თქმით, 1 ივლისიდან იწყებენ მეტროს ძალოვანი კაბელის სრულად შეცვლას. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, მეტრო ერთი წლის განმავლობაში, ერთი საათით ადრე, 23:00-ზე დაასრულებს მუშაობას.

კომენტარები