მე ის 9 წელიც კარგად ვიცი და ის შვიდი წელი და იმის წინანდელი 11 წელიც კარგად ვიცი, არცერთ თქვენგანს ჩემთან სასაყვედურო არ გაქვთ და ნუ შემაწყვეტინებთ საუბარს, იქით არის ყველა ხელისუფლება ჩემთან ვალში. გასაგებია, რომ ივანიშვილს დროის შეჩერება უნდა და თქვენც ხელს უწყობთ ამაში, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ მთელ ამ მოვლენებში ნიკა მელიაა ბრალდებულ და ხელისუფლება არავინ, გუშინ ბატონმა ზოიძემ თქვა, ყველანი ვართ ბრალეულები და მეცო, რიხით ამბობდა, კონკრეტულად ვინ, ბატონი ზოიძე, მაშინ დატოვოს მანდატი. არ არსებობს ერთი პასუხისმგებელი ოპოზიციიდან და ზოგადი კოლექტიური პასუხისმგებლობა ხელისუფლებიდან. ამ გადაწყვეტილებით, რასაც აპირებთ, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზრდით, თქვენ ზრდით დაჩქარებას იმის, რისი შეჩერებაც გინდათ...მე ვისურვებდი, რომ ღილაკზე ხელის მიჭერის დროს ყური დაუგდოთ იმ პატარა ღმერთს და არა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ დაცემული ანგელოზია
ნიკა მელიას საქმე
ჩხეიძე: ვისურვებდი, რომ ღილაკზე ხელის მიჭერის დროს ყური დაუგდოთ ღმერთს და არა ივანიშვილს
tbl.ge/3t2k
დაკოპირდა

დეპუტატი ნატო ჩხეიძე. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავენ.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




