გიორგი გახარიას გადადგომა

კალაძე: გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო

კახა კალაძე
ტაბულა

კახა კალაძის თქმით, შს მინისტრის, გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ ყოფილა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა გახარია სხდომას და იყო თუ არა მასზე საუბარი, კალაძე აღნიშნავს, რომ შს მინისტზე საუბარი არ ყოფილა.

"ეს იყო უმრავლესობის სხდომა, ბატონი გიორგი გახარია არის შს მინისტრი. უმრავლესობის სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო, მასზე საუბარი არ ყოფილა", - ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის 3 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის დაკმაყოფილებას დაპირდა საზოგადოებას - 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ნულოვანი საპროცენტო ბარიერი იქნება. 

თუმცა, ათასობით ადამიანი გავრილოვის ღამისთვის გახარიას პასუხისმგებლობის აღებასა და მის გადადგომას ითხოვს. ივანიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

კომენტარები