სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს 2019 წლის პირველი კვარტლის ხელფასების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც წლის პირველ ოთხ თვეში მამაკაცების საშუალო ხელფასი თვიურად 1294.1 ლარი იყო, ხოლო ქალების 876.1 ლარი.
გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ქალების საშუალო ხელფასი 58 ლარით არის გაზრდილი, ხოლო მამაკაცების - 22.4 ლარით.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა.