საქართველო დედამიწაზე ბოლო დიდი და ბოლომდე აღმოუჩენელი ადგილია. ჩვენი ბუნება შავი ზღვის სანაპიროდან იშლება ევროპაში ყველაზე მაღალ მთათა სისტემამდე და კავკასიონის დიდ კალთებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების ხელშემწყობი კლიმატი, რაც ჩრდილოეთ კალიფორნიის ამინდს წააგავს. ჩვენს კულტურას ფესვები გადგმული აქვს ევროპულ ღირებულებებსა და ცივილიზაციაში. გახსნილები ვართ ბიზნესის კეთებისთვის და მივესალმებით კალიფორნიელ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში მრავლად არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენი რეგიონული ბაზარი გულისხმობს ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე წვდომას. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო უნიკალურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ ამერიკელ ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლას ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მოახერხებენ
საქართველოს მთავრობა
პრემიერი კალიფორნიაში: საქართველო დედამიწაზე ბოლო დიდი და ბოლომდე აღმოუჩენელი ადგილია
tbl.ge/3qxz
დაკოპირდა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- მთავრობა 500 000 ლარს გამოყოფს "ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან" საბრძოლველად
- კობახიძე: 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება
- კობახიძე: ვაზიანში აეროპორტი აშენდება, რამდენიმე წელში გვექნება ულტრათანამედროვე აეროპორტი
- მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ბიუჯეტი 3 694 328 186 ლარია
- კულტურასა და სპორტში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა