კახაძის და შავგულიძის დებატები

დღეს, 22:00 საათზე, პირველ არხზე შალვა შავგულიძისა და ლადო კახაძის დებატები გაიმართება

დღეს, პირველ არხზე, მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გადასული კანდიდატების შალვა შავგულიძისა და ლადო კახაძის დებატები გაიმართება. 

პირველი არხის ინფორმაციით, დებატები 22:00 საათზე დაიწყება და საერთაშორისო მედიაში აპრობირებული ფორმატით წარიმართება. მონაწილე მხარეებს თანაბარი საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი ხედვა და უპასუხონ წამყვანისა და ერთმანეთის შეკითხვებს.

შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე 9 ივნისს გაიმართება. 

კომენტარები