ხორავას ქუჩის საქმე

კალანდია: ჩემმა შვილმა მხოლოდ იჩხუბა, როგორც სხვებმა, მაშინ დასაჭერია იქ მყოფი ყველა ბავშვი

მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრია. მას არც ხელნაკეთი იარაღი ჭერია, არც დანა, არც დანის ტარი, უბრალოდ, იჩხუბა, როგორც დანარჩენმა იქ მყოფმა ყველა ბავშვმა. თუ ასეა, მაშინ დასაჭერია ყველა ბავშვი, ვინც იქ იყო. დაკავების მოტივი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტკურია. აქამდე ჩუმად ვიყავით, პირიქით, გამოძიებასთან ვთანამშრომლობდით, რომ სიმართლე დადგენილიყო, მაგრამ მათ ის სიმართლე დაადგინეს, რომელიც მათ აწყობდათ. ერთ-ერთ მსჯავრდებულს, რომელსაც მკვლელობას ედავებიან მეორე ბავშვის ასპექტში, ვერ უმტკიცებენ. სწორედ, ამიტომ ყველაზე მარტივ მიზნად მიხეილ კალანდია აირჩიეს, ვინაიდან ის ჩხუბში მონაწილეობდა და მასზე თავიდანვე იყო საზოგადოებრივი ინტერესი. გადაწყვიტეს, რომ ჯოხი მიხეილ კალანდიაზე გადაეტეხათ

ამბობს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები