3 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის დილამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
შსს-ს ცნობით, ამ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება.