მამუკა ბახტაძე პარლამენტში

ბახტაძე: გვაქვს 2 ყველაზე დიდი მტკივნეული გამოწვევა: ოკუპაცია და სიღარიბე

იუნისეფის კვლევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის რომლის მიხედვითაც ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. რომლის მიხედვითაც ახალი ინიციატივები დავაანონსეთ, მათ შორის ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც ბავშვები იზრდებიან, 50 ლარამდე გავზარდეთ შემწეობა. არის ეს საკმარისი? არ არის. და ეს სლაიდი მე სწორედ ამიტომ მოვიტანე. იმის მაგივრად, რომ საუბრობდეთ დამატებით ეს პრობლემა, მოვისმინეთ სრული პოპულიზმი და მართლა უტიფრობა, თუ რამეს შეიძლება მართლა უტიფრობა ეწოდოს. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩემს განწყობას, და ეს განწყობა აქვს ჩემს კაბინეტში და პოლიტიკურ გუნდში ყველას: ამ ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ამავე დროს, გვაქვს ყველაზე დიდი 2 მტკივნეული გამოწვევა: ოკუპაცია და სიღარიბე და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ გვჭირდება სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ორივე გამოწვევა იქნეს დაძლეული და მზად ვართ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ მივიღოთ ადეკვატური ინიციატივები და ვისმენთ ერთსა და იმავეს.

თქვა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატების კითხვების პასუხად უმუშევრობასა და სიღარიბეზე. ბახტაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით იყო მისული და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პრემიერმინისტრმა წარსულშიც სხვადასხვა დროს არაერთხელ თქვა, რომ საქართველოს 2 მთავარი გამოწვევა ოკუპაცია და სიღარიბეა. 

კომენტარები