უნგრეთი

ბუდაპეშტში დუნაიზე ნავის ამობრუნების შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 19

AFP

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიზე ნავის ამობრუნების შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 19.

ნავში 33 ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმეტესობა სამხრეთ კორეელი ტურისტები იყვნენ. მას მეორე ნავი დაეჯახა, ინციდენტი ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა.

მდინარე ძლიერი წვიმების გამო ადიდებულია. სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები