მამუკა ბახტაძე

პრემიერი: მოქალაქეებს აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ

არჩევნებში გამარჯვებას ჩვენ ველოდით. მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ყველგან, მათ შორის რეგიონებში. იცით, რომ მე ძალიან აქტიურად დავდივარ და მაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მაგრამ ამავე დროს ამ კომუნიკაციის შედეგი არის ის, რომ მოსახლეობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ. ჩვენს გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი გეგმები დაწყებული, მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომელიც შეიძლება თეორიაში მოხდეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც არსებობს ობიექტურად დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახის წინაშე, მათ აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ ნდობას ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შუალედური არჩევნების შესახებ, ტვ პირველის ეთერში გადაცემაში "რეაქცია."

კომენტარები