დიეგო მარადონას დაკავება

დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააპატიმრეს

The Sun-ის ცნობით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი და ამჟამად მექსიკის "დორადოსის" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს.

საქმე ისაა, რომ მან თავის ყოფილ საყვარელ ქალ როსიო ოლივას სასამართლოს მიერ დაკისრებული 5.6 მილიონი ევრო არ გადაუხადა.

ოლივამ სან მიგელის სასამართლოში იჩივლა და მარადონას კიდევ ერთხელ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა.

დიეგო და ოლივა ერთად 6 წელი ცხოვრობდნენ. სასამართლო 13 ივნისს გაიმართება.

კომენტარები