სამეფო კარის თამაშები

სტივენ კინგი GOT-ის დასასრულზე: ხალხს უბრალოდ არ სურდა მისი დასრულება

სტივენ კინგი
Electric Literature

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი სამეფო კარის თამაშების დასრულებას თავის Facebook გვერდზე გამოეხმაურა. მწერალს მოეწონა სერიალის უკანასკნელი სეზონი და მისი აზრით, სერიალის დასასრულს უარყოფითი შეფასება იმიტომ მოყვა, რომ ხალხს უბრალოდ არ სურდა მისი დასრულება.

"სპოილერის გაფრთხილება?

მე მომეწონა სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სეზონი, მათ შორის მეფეთა სავანეში დენის გაგიჟებაც. დასასრულს ბევრი ნეგატიური შეფასება მოყვა, თუმცა ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ხალხს არ სურს დასასრული. მაგრამ ხომ იცით, როგორც ამბობენ, ყველა კარგი რამ…" - აღნიშნა კინგმა.

19 მაისს Game of Thrones-ის უკანასკნელი სერია გამოვიდა. ამით 8-წლიანი საგა დასრულდა.

ფინალურმა სერიამ რეკორდი მოხსნა - ის HBO-ზე ყველა დროის ყველაზე ყურებადი სერია იყო, მას 19.3 მილიონმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში უყურა.

მიუხედავად ასეთი დაინტერესებისა, სერიალის დასრულებამ ფანების ნაწილი უკმაყოფილო დატოვა, რაც სერიის რეიტინგებშიც გამოიხატა.

კომენტარები