საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ყველა ოლქში. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზეგდიდში იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, თუმცა ასეთი ექსცესები არ ყოფილა. იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, გამჭვირვალედ, მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები. ფაქტობრივად ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია ქართული ოცნების წარდგენილმა კანდიდატებმა. მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი. არის მეორე ტური. კარგი იქნებოდა, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. ვნახეთ, რომ აქტივობა იყო დაბალი, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე ტურში მივაღწიოთ გამარჯვებას.
tbl.ge/3pbt
დაკოპირდა

ასე აფასებს 19 მაისს ჩატარებულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე.
ამავე თემაზე
- ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
- "ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს მასობრივად აღრიცხავდნენ" - Isfed შუალედურ არჩევნებზე
- ბახტაძე: საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
- კობახიძე: არჩევნების I ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭი ჰყავდა ჩართული
- დამკვირვებლები შსს-ს ჩვენების გაყალბებაში სდებენ ბრალს




