ფარული აუდიოჩანაწერი

ბოკუჩავა ოცნების ფარულ ჩანაწერზე: გამოიძიოს შსს-მ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს

რუსთავი 2

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელშიც, მმართველი გუნდის მტკიცებით, ენმ-ის 2 აქტივისტი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს. " გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არაფერი დასამალი არ გვაქვს." - ამბობს ბოკუჩავა. 

"მრავალი წელია, ჩვენ გვესმის ეს სრულიად აბსურდული განცხადებები წინასაარჩევნოდ, რომლებიც, რა თქმა უნდა, შემდგომ არ დასტურდება, და ვერც დადასტურდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არაფერი დასამალი არ გვაქვს, მაგრამ უკიდურესი ცინიზმია, როდესაც თალაკვაძე, მდინარაძე, მით უმეტეს გახარია საუბრობენ ნებისმიერ ტიპის ძალადობაზე ან პროვოკაციაზე, მაშინ როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსის კამპანიის ჩაშლის მცდელობა ხდებოდა ყოველ დღე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აუდიო ჩანაწერი ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა. მან თქვა, რომ აუდიო ჩანაწერი შესაბამის ორგანოებს უკვე გადასცა. 

საუბრის შინაარსი, გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ასეთია: 

ნინია ცისკარიშვილი:

ზუგდიდში მაინც უნდა ადუღდეს ყველაფერი, მოგების-წაგების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში. ის ძალა, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, რომ შეუერთდეს დასავლეთ საქართველო მთლიანად.  იმიტომ რომ, ზესტაფონში და სამტრედიაში გვყავს, ჩვენი. პლუს ამას აჭარა უნდა ადუღდეს, იმიტომ რომ "პადძერჟკა" მისცეს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვარშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი. იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ხონი უნდა შეუერთდეს, გორი უდნა შეუერთდეს. 

და ეს ყველაფერი... და აი, ამისთვის თბილისში.... ვიღაცა-რაღაცა, მინიმუმ ათიათასკაციანი მობილიზებული ჯგუფი...  

სალომე ჭელიძე:
ჩვენ გვინდოდა, მაგალითად, თელავში. 

ნინია ცისკარიშვილი: 

მობილიზება აქედან-იქიდან ნიშნავს იმას, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე. ამიტომ პირდაპირ დედაქალაქში უნდა მოხდეს, რომ ყველა რაიონიდან ჩამოვიდეს. დასავლეთიდან დაიძრა ხალხი, საჭიროა, რომ აღმოსავლეთიდანაც დაიძრას ხალხი. გვირაბი უნდა იყოს ყველა მხრიდან კონტროლირებადი იქიდანაც და აქედანაც. 

სულ მცირე, 200-300 მანქანა უნდა იდგეს და აკონტროლებდეს პროცესებს, რომ პოლიციამ ასე თუ ისე, არ დაბლოკოს. 

სალომე ჭელიძე: 

გამბედაობა უნდა დაანახო. შენ იბრძვი მართლა, კი არ ხარ ვიღაც პარტიული. მივა სადღაც და მერე დააატორმუზებს. 

კომენტარები