თქვენ ხედავთ, რომ წარიმართებოდა აბსოლუტურად სწორ გარემოში, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში, მშვიდობიან გარემოში, თუმცა როგორც ჩანს, მიუვიდათ გარკვეული კვლევის შედეგები "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს საბაბიც კი მისცეს ასეთი აგრესიის გამოვლენისთვის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში.
არჩევნები 2019
კობახიძე: როგორც ჩანს, მიუვიდა კვლევის შედეგები ენმ-ს და გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია
tbl.ge/3ozr
დაკოპირდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 14 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, კანდიდატ სანდრა რულოვსსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ამასთან, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.
რიგგარეშე და შუალედური არჩევნები 2019არჩევნები 2019ირაკლი კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარექართული ოცნებაზუგდიდი
ამავე თემაზე
- ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
- "ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს მასობრივად აღრიცხავდნენ" - Isfed შუალედურ არჩევნებზე
- ბახტაძე: საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
- კობახიძე: არჩევნების I ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭი ჰყავდა ჩართული
- დამკვირვებლები შსს-ს ჩვენების გაყალბებაში სდებენ ბრალს