არანაირი მიმინოშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, არანაირად ის არავის არ დაატრენინგებს და არანაირ ახალ სახეებს არავის არ შესთავაზებს. რეალობა იქნება ისევ ის, რომ ქართული ოცნება გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს. უფრო მეტად ორიენტირებულს შეკვეთების შესრულებაზე და მერე ძალოვნები შეეცდებიან, რომ ეს ადამიანები უმრავლესობით მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ეს იქნება სქემა, რომელსაც მე ველოდები 2020-ში. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხისთვის ხელის გადაგრეხვის გზით, თავისუფალი ნების მიმართ განხორციელებული ტერორით და აგრესიით, ქართული ოცნება შეეცდება მიიღოს მანდატები
ქართული ოცნება
ფოფხაძე: მიმინოშვილი არავის დაატრენინგებს,"ოცნება" მეტად აგრესიულ უმრავლესობას გამოიყვანს
tbl.ge/3omz
დაკოპირდა

დეპუტატი გედევან ფოფხაძე "ოცნების" გადამზადებას ეხმაურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქართულ ოცნებაში გააგრძელებს საქმიანობას. როგოც ტაბულას "ოცნებაში" უთხრეს "მისი საქმე პარტიის წევრების ტრენინგი და გადამზადება იქნება"
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




