მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად "წრიული" შემდეგი მიმართულებებით:
ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვისა და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრანსპორტს ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით მოძრაობა შეუძლიათ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: მეტროსადგური "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ , მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.





