ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

BBC-ის წამყვანმა პრინცი არჩი მაიმუნს შეადარა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს

BBC-ის წამყვანი დენი ბეიკერი პრინც ჰარის და მეგან მარკლის შვილზე დაწერილი ხუმრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბეიკერმა Twitter-ზე ფოტო დადო, სადაც წყვილს ჩაცმული შიმპანზე მოჰყავს. 

"სამეფო ბავშვმა სამშობიარო დატოვა"- წააწერა ჟურნალისტმა ფოტოს.

 

ამის გამო ბეიკერი რასიზმში დაადანაშაულეს. მან ფოტო წაშალა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა დღეს twitter-ე დაწერა რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ბეიკერის საქციელი არასწორი იყო და იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. დენი არაჩვეულებრივი წამყვანია, თუმცა ყოველკვირეულ გადაცემას ის ვეღარ წაიყვანს"- ამბობენ BBC-ის წარმომადგენლები. 

სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ შვილს არჩი დაარქვეს. ბავშვის ოფიციალური სახელი და გვარი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი იქნება.

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი 6 მაისს შეეძინათ, წყვილისთვის ეს პირველი შვილია.

გუშინ მეგან მარკლი და პირნცი ჰარი ახალშობილთან ერთად პირველად გამოჩნდნენ კამერების წინ.

"ეს მაგიაა, საოცრებაა. მე მყავს ორი საუკეთესო ბიჭი მსოფლიოში, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვი ძალიან წყნარია", - თქვა მეგან მარკლიმ.

წყვილმა 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში იქორწინა. არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალი ელიზაბეტისთვის მეშვიდე შვილიშვილია.

 

კომენტარები