სასამართლო

დოლიძე: მოსამართლეების პოლიტიკური განცხადებები იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი

[მოსამართლეების პოლიტიკური განცხადებები] ეს არის აბსოლუტურად სახიფათო, მე ამაზე არაერთხელ ვთქვი. ეს იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი. ხომ უცნაური იქნება ეს ამბავი? იგივეა! იმდენად არ შეიძლება მოსამართლისათვის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა. მე მეუბნებიან, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებსო და ლევან მურუსიძე და რამდენიმე მოსამართლე ყოველ დღე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს

იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე საუბრობს იმაზე, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკოსებთან დებატები აქვთ. რადიო "პალიტრას" ეთერი, გადაცემა "შუადღის სტუდია"

კომენტარები