გიორგი გახარია პარლამენტში

ხოშტარია: გგონიათ, ძლიერად გამოიყურებით, როცა ამბობთ, რომ კანონს არ შეასრულებთ?

აი, რომ იძახით, რომ კანონში კი მიწერია, საპარლამენტო კომიტეტზე მოდიო, მაგრამ არ მოვალ იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავ და თუ გინდათ, სანქციები დამიწესეთო. ამას რომ ამბობთ, თავს ძლიერად გრძნობთ? გგონიათ, რომ ძლიერად გამოიყურება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ კანონს არ შეასრულებს? ჩვენი სანქციების რომ არ გეშინიათ, ეს გასაგებია, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნის მიმართ რა შედეგი იქნება, ამის როგორ არ გეშინიათ? 

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ოპოზიციური პარტიის მიერ კომიტეტზე დაბარების პასუხად თქვა, რომ ამაში აზრს ვერ ხედავს.

კომენტარები