თინა ბოკუჩავას გაუკვირდა უმრავლესობის წევრები რამ ააშფოთაო, მე აგიხსნით რამ აღგვაშფოთა. ის კი არ არის აღმაშფოთებელი, რასაც თქვენ აქ თვენი ბუნებრივი მდგომარეობის გამო ლაპარაკობთ და გაწიწმატებული ხართ. აღმაშფოთებელი არის რაღაც დამახინჯებული ფაქტებით რაღაცას რომ გაბრალებენ, შემდეგ ამაზე უსინდისოს რომ გიწოდებენ და კიდევ უფრო აღმაშფოთებელი და მარაზმი იცით რა არის? - ამას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ აკეთებს, ეს არის მარაზმი, ეს აღმაშფოთებელიც აღარ არის, ეს ისე თქვენთვის რომ იცოდეთ.
მამუკა მდინარაძე
მდინარაძე: მარაზმია ენმ-ის წევრი არასწორი ფაქტებით რამეს რომ გაბრალებს და უსინდისოს გეძახის
tbl.ge/3now
დაკოპირდა

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიმართავს ოპოზიციის წევრებს პარლამენტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ვიზიტისას თავის გამოსვლაში "უნამუსო" უწოდა, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან აღშფოთება და ხმაური მოჰყვა.
ამავე თემაზე
- მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება
- კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა
- მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჭორი!
- მდინარაძე: 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
- მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს - მიგვიშვითო




