თბილისის მეტრო

კალაძე მეტროზე: ახლა ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო

ახლა მეტრო ჩვეულებრივად მუშაობს, არის ლოკალური პრობლემები, მაგრამ ყველაფრს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს პრობლემების მოგვარება და აღმოფხვრა. იმას ახლა მე ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო, ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. შპალები დღემდე ხუთი ათასი ცალია შეცვლილი, მთლიანი რაოდენობა არის 110 ათასი, შესაბამისად ბევრია პრობლემა, თუმცა მოგვარებადია. რაც შეეხეება სადგურების რეაბილიტაციას, თანხები არსებობს, მაგრამ იმ პროექტებით, რაც იყო გაკეთებული, პასუხიმგებლობას ვერ ავიღებ, რომ ხვალ კიდევ რაღაც უბედურება არ მოხდეს. პროექტები არ ექვემდებარებოდა იმ ნორმებს, რომელიც უნდა იყოს მეტროს სადგურებში, შესაბამისად თავიდან ხდება პროექტების გაკეთება. რაც იყო ვარკეთილში გაკეთებული, თავზე დაგვემხო, შესაბამისად ასეთი რაღაცები რომ არ მოგვივიდეს, საჭიროა კარგი დაპროექტება და ხარისხიანი შესრულება

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს შეფერხებით მუშაობის შესახებ. გუშინ საღამოს დაზინების გამო მეტროს პირველი ხაზი არ მუშაობდა. კალაძის ამ კომნეტრას პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები