კობახიძის კანონპროექტი

ზედელაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შოკოლადის ნაკრები არაა, გემოვნებით აარჩიო

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის ბაშვისთვის საჩუქრად მირთმეული შოკოლადის ნაკრები, რომელიც გემოვნებით შეგიძლია აირჩიო. ყველა ეს რეკომენდაცია ერთიანობაში ქმნის გამოსავალს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან, როდესაც მთელს უზენაეს სასამართლოს სრულად დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო და ერთი პოლიტიკური უმრავლესობა ნიშნავს. ამ მდგომარეობაში მათივე ინტერესში უნდა იყოს რომ პროცედურების გამჭირვალობითა და სამართლიანობით მაინც აინაზღაურონ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობა, რათა ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო ინსტიტუტი უზენაესი სასამართლო არ დატოვონ თავისნაირ დისკრედიტირებულ მდგომარეობაში და ერთი უმრავლესობის "ჯიბის სასამართლოდ"

ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბრისას ქართული ოცნების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მხოლოდ ორ, არაარსებით რეკომენდაციას გაიზიარებენ.

კომენტარები