დაიცავი საქართველო

მაღრაძე: ქართულმა ოცნებამ ენმ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო, ეს არის ფაქტი

ქართული ოცნება იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც ნაციონალური მოძრაობა ეყრდნობოდა. მინდა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს.

ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო - ეს არის ფაქტი. ნდობა ხომ არ გექნება პარტიის, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს და რომც მოიგოს, გამარჯვების სიხარული მე რატომ უნდა გავიზიარო, ესეც აღარ ვიცი - ამიტომ ერთი ძალაუფლებიდან უნდა წავიდეს და მეორე - ვერ მობრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა.

დაიცავი საქართველოს ლიდერი დავით მაღრაძე პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი.

კომენტარები