პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია

კობახიძე: ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ცნობისთვის, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა და მას ახლა "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" ჰქვია.

კომენტარები