9 აპრილი

კალაძე: 9 აპრილი იყო დღე, როცა დაიწყო იმპერიის ჩამოშლა

შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია - 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის. ეს იყო დღე, როცა დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. ჩვენ ძალიან გვეამაყება ეს დღე. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, კარგად უნდა ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე, 9 აპრილი

თბილისის მერი კახა კალაძე 9 აპრილის მემორიალთან.

კომენტარები