შავი ზღვის სანაპირო

რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა

რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროზე 130 კგ კოკაინი გამოირიყა. ამის შესახებ bbc წერს. 

მედიის ცნობით, სანაპიროზე თავდაპირველად რამდენიმე პაკეტი გამოირიყა, რის შემდეგ რუმინეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო რომელიც ახლაც გრძელდება.  

სანაპირო ხაზის პატრულირებაში დაახლოებით 300 პოლიციელი და სანაპირო დაცვის 14 თანამშრომელი, ორი ვერტმფრენი და მყვინთავებიც არიან ჩართულნი.

მთავრობის წევრების თქმით, სავარაუდოდ, ნარკოტიკები იმ პარტიის ნაწილია, რომელიც 2 კვირის წინ მიტოვებულ გემზე იპოვეს.  

პოლიციელებმა 2 ეჭვმიტანილიც დააკავეს. ისინი სერბები არიან. 

რუმინული მედიის, Digi24-ის ცნობით ოპერაცია, სანაპირო ზოლის 90კმ-ს მოიცავს. პოლიციის სპიკერმა, გეორგიან დრაგანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ნაპოვნი პაკეტები არ გახსნან, რადგან ისინი სიცოცხლისთვის სახიფათოა. 

"მათში ძალიან მაღალი კონცენტრაციაა. 90%-ზე მეტი. შესაძლოა მან თქვენ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას"- უთხრა მან ადგილობრივ მედიას. 

ცნობილია, რომ ლათინურ ამერიკასა და ევროპაში ნარკოტიკების ტრანზიტული მარშრუტი რუმინეთის გავლით გადის.

კომენტარები