ფატუ ბენსუდა

აშშ-მ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა

Reuters

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა. 

ბენსუდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშულებებს იძიებს. 

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC) არაერთხელ გააფრთხილა შეეწყვიტა აღნიშნული გამოძიება. გასულ თვეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრ სანქციებს აამოქმედებდა. მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ანგარიშების გაყინვა და სხვა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის ლეგიტიმური ორგანო და აშშ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბენსუდას ოფისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ფატუ ბენსუდა მოვალებების შესრულებას კვლავ გააგრძელებს. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. 

კომენტარები