საჩუქარი

13 წლის ბიჭმა XBOX გაყიდა და იმუშავა, რათა მარტოხელა დედისთვის მანქანა ეყიდა

cbsnews.com

აშშ-ის შტატ ნევადაში, 13 წლის ბიჭმა Xbox გაყიდა და ბაღის მომვლელად იმუშავა, რათა მარტოხელა დედისთვის მანქანა ეყიდა.

კრისტალ პრესტონმა Facebook-ზე დაპოსტა, რომ ის "შოკშია", რადგან მისმა შვილმა უილიამ რაბილომ მას მოულოდნელად მანქანა აჩუქა.

"არ მაქვს სიტყვები, რომლებიც გამოხატავს როგორ ვგრძნობ თავს. ბოლო რამდენიმე კვირა ჯოჯოხეთი იყო ცრემლებით, ბრაზით, იმედგაცრუებითა და გულის ტკენით სავსე. დღეს, მე შოკში ვარ", - წერს დედა.

დედის თქმით, მისმა შვილმა მუშაობა უეცრად დაიწყო - ის სხვების ბაღებში ბალახს კრეჭდა და ასუფთავებდა.

"უილიამი მოვიდა სახლში და მითხრა, დედა მანქანა გიყიდე. მე, ცხადია, გავიცინე და ცინიკურად ვუპასუხე", - წერს დედა.

შემდეგ მას შვილმა უთხრა, რომ ის სერიოზულად ეუბნებოდა და გარეთ გაიყვანა მანქანის სანახავად. როდესაც დედა-შვილი ეზოში გავიდნენ, იქ მანქანა და მისი ყოფილი მეპატრონე ქალი დაინახეს.

"მე ხმა ვერ ამოვიღე, ჩემმა 13 წლის შვილმა მანქანა მიყიდა. უილიამ მიყვარხარ და მადლობა, შენ ძალიან დიდი გული გაქვს და მე შენ მიყვარხარ", - წერს დედა.

კომენტარები