ჯეფრი სტარი

ჯეფრი სტარის საწყობიდან 2.5$ მილიონის ღირებულების კოსმეტიკა მოიპარეს და შავ ბაზარზე ყიდიან

მეიქაფ არტისტი, კოსმეტიკის მწარმოებელი და იუთუბერი ჯეფრი სტარი გაძარცვეს. მას 2 კვირის წინ ლოს ანჯელესში, საწყობიდან 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია მოპარეს. 

2 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯეფრი სტარმა თქვა, რომ პროდუქცია შავ ბაზარზე გავიდა. 

მოპარულია ტუჩსაცხები, თვალის ჩრდილის პალეტი, ასევე ბაზარზე ჯერ არგაშვებული ჰაილაითერები, რომლის ფორმულასა და შეფუთვის დიზაინზე ჯეფრი სტარი 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. 

"ჯერაც შოკირებული ვარ. ეს ადამიანები პროფესიონალები იყვნენ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შიგნიდან მოხდა, ვფიქრობ, ეს მან ჩაიდინა, ვინც საწყობში დროებით მუშაობდა.

ვერ ვიჯერებ, რომ ის, რის შესაქმნელადაც ასე ვიშრომე, მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა". 

მოპარული პროდუქცია ფეისბუქზეც გამოჩნდა - მას ამ ფორმითაც ყიდიან. 

გამოძიება დაწყებულია, საქმეში FBI-ია ჩართული. 

ასევე, ჯეფრი სტარმა თქვა, რომ პროდუქცია სრულად ჰქონდა დაზღვეული და მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს.. 

კომენტარები