სანდრო გირგვლიანის საქმე

სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე: ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა

[სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ] ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა, მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ახლა ასეთი სიტუაციაა... და სიტუაცია მართლაც იყო ასეთი...

და ორ-სამდღიანი იმის შემდეგ, ავიღე ჩემს თავზე ეს დარტყმა, ნაღდად შეცდომა იყო, მაგრამ ის ხალხი დააპატიმრეს, ვისაც გირგვლიანი შემოაკვდა, გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო, მოდი ვთქვათ, რაც იყო, ყველა, ვინც მონაწილეობდა, დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის გადაცემა კვირის აქვენტების სპეციალურ გამოშვებაში, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას.

კომენტარები