სექსი დიდ ქალაქში

სერიალ Sex and the City-ის გაგრძელებას გადაიღებენ

მართალია ფილმ Sex and the City-ის მესამე ნაწილის გადაღებები, სამწუხაროდ, ჩავარდა, თუმცა ერთერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს - წიგნის ავტორმა, ქენდის ბუშნელმა, SATC-ის გაგრძელება დაწერა, სახელწოდებით Is There Still Sex in the City?, რომლის მიხედვითაც ახალ სერიალს გადაიღებენ. თუმცა, როგორც Hollywood Reporter წერს, ეს სერიალი განსხვავებული იქნება იმისგან, როგორიც SATC გვახსოვს. 

ახალი სერიალს Paramount TV გადაიღებს. სერიალი ეხება "სიყვარულსა და პაემნებს შუა ხნის ასაკის კაცებსა და ქალებს შორის, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ". 

ბუშნელის წიგნი 2019 წლის აგვისტოში გამოვა. სერიალის მთავარ გმირებს, ქერის, სამანტას, შარლოტასა და მირანდას არასდროს დასჭირვებიათ Tinder-ის გამოყენება პაემნებისთვის, თუმცა ახალ სერიალში ყველა ის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომელიც დღევანდელობას თან ახლავს. 

მაშინ, როდესაც SATC-ის პერსონაჟების ასაკი 30-დან 40 წლამდე მერყეობს, ახალი შოუ 50 და 60 წლის ასაკის ადამიანებს შეეხება. ბუშნელმა Hollywood Reporter-ს უთხრა, რომ შოუს მიზანია აჩვენოს, რომ ამ ასაკის ადამიანები კვლავაც აქტიურები არიან ცხოვრებაში და სასიყვარულო ურთიერთობებში.

კომენტარები