სამართალდამცველებმა "ჰერბალაიფის" დაყაჩაღებისთვის 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ფ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა 26 მარტს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე, საკვები დანამატებისა და დაბალანსებული კვების ცენტრი "ჰერბალაიფის" დაყაჩაღება სცადა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს შსს.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





