პოლიტიკური გაერთიანების "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილი მთაწმინდის ოლქში იყრის კენჭს. სალუაშვილის თქმით, ის პირველი რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ სალუაშვილს 2013 და 2017 წლებში პრეზიდენტობა, 2014 წელს კი თბილისის მერობა სურდა.
მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ქართული ოცნების კანდიდატია ექიმი ლადო კახაძე, თავისუფალმა დემოკრატებმა და ევროპულმა საქართველომ შალვა შავგულიძე წარადგინა, გირჩმა - ჰერმან საბო. ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით კენჭს იყრიან - სოფო ხორგუანი, გრიგოლ გეგელია, კობა დავითაშვილი და გიორგი ანდრიაძე.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.





