ახლა ვფიქრობ, ამათი მიტოვება ასე ადრე შეიძლებოდა თუ არა, ისეთ უბედურ დღეში ჩავარდნენ. ცოტა ხანი ხომ არ სჭირდებოდათ მართლა პატრონი. ამ ადამიანებზე, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელიც ასევე საუბრობს ქართული ოცნების სახელით, არ ინდობა ქვეყნის მართვა. სახიფათოა სადავეები ადამიანთა ჯგუფის ხელში, რომელიც ვერც ფერებს არკვევს და ვერც ადრესატებს, ვის უნდა გაუგზავნოს კონკრეტული მომზადებული სალანძღავი, შეურაცხმყოფელი და თავდასხმისკენ მიმართული გზავნილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მათ პატრონს და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს - ეს პატარა სუსტი კაცები, რომლებსაც რამდენჯერმე უკვე გავაწანი პოლიტიკური სილა, ამდენი სილაგაწნული ადამიანი საცოდავად გამოიყურება, რამდენჯერ შეიძლება ეს გავაკეთო, ყოველდღე ამით თუ ვიქნები დაკავებული, მევე შემებრალებიან ისინი, - ამიტომ მან შეიბრალოს, მიხედოს, უპატრონოს და მიუჩინოს თავისი ადგილი, თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა გადადის პირადად მასზე.
tbl.ge/3kt3
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
ამავე თემაზე
- ბესელია: მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული, მოსამართლეების კენჭისყრაზე ხალხის ხმა გაიგონონ
- ბესელია: მადლობა სოლიდარობისთვის, არ შეშინდეთ არასოდეს როცა მართალი ხართ!
- ბესელია: მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მთავარია, შედეგი დადგეს
- ბესელია მოსამართლეების სიაზე: დავიჯერო, უმრავლესობის წევრების ნაწილს პროტესტი არ ექნება?
- ბესელია: შესაძლოა რაიმე ტიპის გარემოებებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას ხელი შეუშალოს




