ეს არის ქილიკის ტონით ნათქვამი მდაბიო შეურაცხყოფა, რომელიც ადამიანმა ადამიანს არ უნდა აკადროს და მერე არ უნდა დავჯდეთ და არ უნდა დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ანგარიში გავუწიოთ. თუ ასეთი აგდებული ტონით იწყებ ლაპარაკს შენ კოლეგასთან... პირდაპირ ვიტყვი, დათო უსუფაშვილი ამას არ იკადრებდა. მე დათოსთანაც ბევრი განსხვავებული აზრი მქონია, გვიკამათია კიდეც, მაგრამ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, იცოდა თავისი როლი, ბალანსს ყოველთვის იცავდა და კოლეგას მსგავს რაღაცას არ აკადარებდა. რაც დღეს ხდება პარლამენტში, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელი. ამის თანამონაწილე რომ ვარ, ნამდვილად მწყინს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის ბრალია იმ კონფლიქტების 90 პროცენტი, რომელიც პარლამენტში ხდება. იმის მაგივრად რომ მან შეასრულოს დამაბალანსებელი როლი, მომიტევეთ და "პადჟიგაწელის" როლს ასრულებს. თუ სადმე ნაკვერჩხალს დაინახავს, ნავთით დარბის, რომ ზედ გადაასხას და ცეცხლი ააგუზგუზოს.
საქართველოს პარლამენტი
ფოფხაძე: კობახიძე "პადჟიგაწელის" როლშია, ნავთით დარბის, რომ სადმე ნაკვერჩხალს გადაასხას
tbl.ge/3ksl
დაკოპირდა

დეპუტატი გედევან ფოფხაძე პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" ირაკლი კობახიძის მიერ ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




