საქართველოს პარლამენტი

გოგიჩაიშვილი: ივანიშვილმა კობახიძე უნდა აიღოს და გადადოს, თორემ 2020-ში აისახება არჩევნებზე

ის გამოირჩევა ხოლმე ამ რაღაცა არაეთიკურობით, წაუუზრდელებს, როგორც შეიძლება, ითქვას. აქვს ხოლმე ეს დამოკიდებულება, მაგრამ ეს მისი პრობლემაა, ეს პარტიის თავმჯდომარის პრობლემაა, იმიტომ, რომ ეს მისია. ეს მისი თავის ტკივილი არის.

ძაან მამაცია ხოლმე ქალებთან, ასეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე. გამოსავალი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და უნდა უთხრას, გეყოს პარლამენტის თავმჯდომარეობა, სერიოზულ პრობლემებს მიქმნი და მოდი ახლა, წადი სადმე. აიღოს და გადადოს. ეს ფუნქცია აქვს მას. არ გადადებს და ჰყავდეს 2020-მდე და საბოლოო ჯამში აისახება არჩევნებზე, ხო?

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც თქვა, რომ "ეკა ბესელია ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ემოციურ ფონზე, არასწორ განცხადებებს აკეთებს" და მას "თანადგომა სჭირდება".

კომენტარები