კრიმინალი

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირების შედეგად პოლონეთში 1 ქართველი დაიღუპა

პოლონეთში, ქალაქ დიდ გლიშნოში უკრაინის და საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირების შედეგად საქართველოს 24 წლის მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი, 38 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება 23 მარტს, იმ ობიექტზე მოხდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

კომენტარები