თათრეთის რესპუბლიკა

თათრეთში საჯარო მოხელეებს სამსახურში მობილურის დამუხტვა აეკრძალათ

news.ru

თათრეთის რესპუბლიკაში ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლებისთვის სამსახურში მობილური ტელეფონის დამუხტვა აეკრძალათ.

Meduza-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მასმედიაში გავრცელდა, ხელისუფლებამ აკრძალვა უკან წაიღო. 

ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ეს აკრძალვა ელექტროენერგიის ეკონომიურად გამოყენებას ეხებოდა და ხელისუფლება ადგილობრივ მმართველებს მოუწოდებდა, რომ ამაზე "განსაკუთრებული კონტროლი" დაეწესებინათ. 

განათლების რაიონულ დეპარტამენტში ამ ინფორმაციის ნამდვილობა Idel.Реалии-თან საუბრისას დაადასტურეს. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალია ზაკიევა ამბობს, რომ ეს აკრძალვა არა ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების გამო შემოიღეს, არამედ იმისა, რომ მობილური ტელეფონების დამუხტვამ, შესაძლოა, ხანძარი გამოიწვიოს. 

კამსამოლსკაია პრავდას ცნობით კი, პრესსამსახური ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და სხვა რეგიონებშიც ხორციელდება.

კომენტარები