საქართველოს უზენაესი სასამართლო

გოცირიძე კობახიძის კანონპროექტზე: კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია

ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, კიდევ უფრო ამტკიცებს ამ ე.წ. კლანის პოზიციებს სასამართლოში. კლანი, ასე შევეჩვიეთ ძალიან საშიშ სიტყვას. კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია, რაღაც გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარი და ხელისუფლების ინტერესების დაცვას და ამ დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია სწორედ ეს კანონპროექტი, რომელსაც განვიხილავთ. ეს კიდევ უფრო აუარესებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ.

ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების პროცესის შესახებ.

კომენტარები