კრიმინალი

ვარკეთილში გასულ ღამეს 4 მანქანის გაქურდვა სცადეს

რუსთავი 2

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში წუხელ 4 მანქანის ქურდობა სცადეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოთხივე მანქანა ერთი კორპუსის ეზოში იდგა. გატეხილია ავტომობილების უკანა კარების მინები.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

რაც შეეხება ბრალდებულის დაკავებას, უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები