ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე: კობახიძეს უფრო მეტი გავლენა ჰქონდა პარტიაში, ვიდრე კვირიკაშვილს

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, როდესაც იგი პარტიის თავმჯდომარედაც იყო არჩეული და პოლიტსაბჭოს წევრიც იყო ოფიციალურად, პარტიული მუშაობა კიარადა, პოლიტსაბჭოს მუშაობა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მარტო გიორგი კვირიკაშვილის ბრალი. პარტია და მისი აპარატი, როგორც ასეთი, პირდაპირ გიორგი კვირიკაშვილისგან არ კონტროლდებოდა. აკონტროლებდა ის ხალხი, ვინც აკონტროლებს დღესაც. ეს არის უპირველესად აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველაზე მეტი გავლენა ჰქონდა მას. ერთმნიშვნელოვნად [მას უფრო მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე პარტიის თავმჯდომარეს] და თუ დაინტერესდებით, ბევრი ცვლილებაც იყო აპარატში, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ბევრი გაუშვეს, ზოგიერთი დაუმსახურებლად ჩემი აზრით. პოლიტსაბჭოც კი არ იკრიბებოდა. კი, ქრონოლოგიურად ემთხვევა ეს ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდს, მაგრამ იყო თუ არა მისი ბრალი ამაში, ამის თქმისგან ცოტა თავს შევიკავებდი. მაგრამ ის, რომ პარტიული მშენებლობა არ მიმდინარეობდა, ეს არის ცალსახა.

პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შესახებ TV პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები