თავის დაწვის მცდელობა

კაცმა თბილისში პოლიციის შენობის წინ თავის დაწვა სცადა

რუსთავი2

5 მარტს, კაცმა თბილისში, პოლიციის შენობის წინ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა.

როგორც შსს-ში ამბობენ, დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ დაიწყო გამოძიების მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა.

მათივე თქმით, მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. უწყების მტკიცებით, შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები

"თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატიულად აღმოჩენილი დახმარების შედეგად მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი",- აცხადებენ შსს-ში. 

ვიდეომასალა რუსთავი2-მა გაავრცელა. ინციდენტამდე მან ტელევიზიასთან კომენტარიც გააკეთა, სადაც თქვა, რომ პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ მის მოთხოვნაზე, ამიტომ მას ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

კომენტარები