ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ალბათ არც ივანიშვილი დაბრუნდებოდა და არც მე

პარტიის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ძირითადი მიზეზები თავის გამოსვლაში ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში ანუ ის მიზეზები, რის გამოც, მას მოუწია დაბრუნება პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო და წასულიყო, ალბათ ის არ დაბრუნდებოდა, მაღალი ალბათობით. ასევე მეც.

დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ჩემი ერთერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის ასე ვთქვათ, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში. და გაძლიერება ჩვენი პარტიის, აი, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა

ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები